1 წლის და 2 თვის წინ
გაცხარებული პარიზული კლუბი - "ჩელსის" მოქმედებით "პსჟ" ძალიან გაბრაზდა
გაცხარებული პარიზული კლუბი - "ჩელსის" მოქმედებით "პსჟ" ძალიან გაბრაზდა
ავტორი
Aa

"ჩელსისა" და "ᲞᲡᲟ-ს" შორის პრაქტიკულად ყველაფერი შეთანხმებული იყო და ჰაკიმ ზიეჩს კარიერა საფრანგეთში უნდა გაეგრძელებინა.

თუმცა, გარიგება ჩაიშალა და მაროკოელი ფეხბურთელი სტემფორდ ბრიჯზე ბრუნდება, რითიც ძალიან იმედგაცრუებულია.

ფრანგული მედიის ცნობით, "პსჟ" ძალიან გაბრაზებულია და "არისტოკრატებთან" თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი არცერთ საკითხზე აღარ აქვთ.

ყველა დოკუმენტი პრაქტიკულად შეთანხმებული იყო და ჰაკიმი პარიზში იმყოფებოდა, თუმცა ლურჯებმა რაღაც დეტალები შეცვალეს და გაწელეს მოლაპარაკებები.

სწორედ ამის გამო ჩაიშალა ტრანსფერი და ჰაკიმ ზიეჩის წასვლა 6 თვით გადაიდო.


Facebook კომენტარები