1 წლის და 2 თვის წინ
ენცო ფერნანდესი "ჩელსის" ფეხბურთელია - ყველაფერი, რაც ამ ტრანსფერზე უნდა იცოდეთ
ენცო ფერნანდესი "ჩელსის" ფეხბურთელია - ყველაფერი, რაც ამ ტრანსფერზე უნდა იცოდეთ
ავტორი
Aa

უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ ენცო ფერნანდესი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. არგენტინელი "ბენფიკას" ინსტაგრამზეც დაემშვიდობა და ახლა ინგლისისკენ მოემართება.

სულ "არისტოკრატებს" ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერი 121 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული არგენტინელი ფეხბურთელი გახდა ამით.

ლურჯები ენცოს ტრანსფერში ფულს 6 ნაწილად გადაიხდიან. ჯერ დაახლოებით 35 მილიონს, შემდეგ კი ყოველ მომდევნო სეზონში 18 მილიონ ევროს.

• 8.5 წლიანი კონტრაქტი

• €10 მილიონი ხელფასის სახით

აქვე გეტყვით, რომ ფერნანდესი 5 ნომრიან მაისურს მოირგებს "ჩელსის" რიგებში.


Facebook კომენტარები