1 წლის და 2 თვის წინ
BREAKING: უმნიშვნელოვანესი ცნობა - "ბენფიკა" "ჩელსის" დათანხმდა
BREAKING: უმნიშვნელოვანესი ცნობა - "ბენფიკა" "ჩელსის" დათანხმდა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსის" ძალიან უნდა ენცო ფერნანდესის შეძენა, რის გამოც ისინი პორტუგალიაში მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

დავიდ ორნშტეინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ავტორიტეტულობით გამოირჩევა, "ბენფიკა" "არისტოკრატებს" დათანხმდა, რომ ახალგაზრდა არგენტინელმა შუახაზელმა სამედიცინო შემოწმება პორტუგალიაშივე გაიაროს.

წყაროს მტკიცებით, ახლა მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ოპტიმიზმა ლურჯებში საგრძნობლად მოიმატა. ისინი ფიქრობენ, რომ ტრანსფერი სულ მალე საბოლოოდ დაიხურება.

უახლოეს საათებში გაირკვევა ყველაფერი საბოლოოდ, რასაც უმალვე აუცილებლად შეგატყობინებთ.


Facebook კომენტარები