1 წლის და 2 თვის წინ
ენცო ფერნანდესი "ჩელსიში" - რა ხდება არგენტინელის ტრანსფერის თაობაზე
ენცო ფერნანდესი "ჩელსიში" - რა ხდება არგენტინელის ტრანსფერის თაობაზე
ავტორი
Aa

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ "ჩელსი" ენცო ფერნანდესის შეძენით ინტერესდება და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მის გადმობირებას ცდილობს.

გავლენიანი და სანდო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლურჯები აქტიურად მუშაობენ "ბენფიკასთან".

ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სადაც "არისტოკრატები" ცდილობენ ენცო ფერნანდესი ხელში ჩაიგდონ.

გაირკვა, რომ სტემფორდ ბრიჯზე არგენტინელი შუახაზელის ჩამოსასვლელად უდიდესი თანხაა საჭირო, სწორედ ამასთან დაკავშირებით მიდის საუბრები.

ყველაფერი დღეს საღამოს გაირკვევა, როდესაც მხარეები ერთმანეთს საბოლოოდ შეხვდებიან. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო საათები გველის.


Facebook კომენტარები