1 წლის და 2 თვის წინ
"ჩელსი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მორიგ სიგიჟეს გეგმავს
"ჩელსი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მორიგ სიგიჟეს გეგმავს
ავტორი
Aa

"ჩელსი" მზადაა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დაახლოებით 120 მილიონ ევროიანი გარიგება განახორციელოს.

როგორც ძალიან ავტორიტეტული ჟურნალისტი, მათ ლოუ იტყობინება, ლონდონელები მზად არიან "ბენფიკას" ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ სწორედ ზემოაღნიშნული თანხა გადაუხადონ.

წყაროს მტკიცებით, ლურჯების წარმომადგენლები სულ მალე პორტუგალიაში ჩაფრინდებიან, რათა იმუშავონ ტრანსფერზე.

ამ მომენტისთვის, "ბენფიკა" არ თანხმდება ინგლისურ კლუბს, თუმცა ვნახოთ როგორ გამართავს მოლაპარაკებებს თოდ ბოილი და მისი გუნდი.


Facebook კომენტარები