1 წლის და 2 თვის წინ
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ენცო ფერნანდესის გარიგება არ ჩაიშალა
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ენცო ფერნანდესის გარიგება არ ჩაიშალა
ავტორი
Aa

"ჩელსიმ" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში ენცო ფერნანდესის ტრანსფერის დახურვა შეძლო. ლურჯებმა ის უკვე ოფიციალურად წარადგინეს.

დავიდ ორნშტეინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბენფიკას" არ უნდოდა, რომ არგენტინელი ნახევარმცველი გაეშვა და ბოლო წუთამდე მის დატოვებას ცდილობდა.

თუმცა, წყაროს მტკიცებით, თავად ენცოს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა სტემფორდ ბრიჯზე მოსვლის, რამაც უდიდესი გავლენა იქონია ტრანსფერის არ ჩაშლაზე.

აქვე გეტყვით, რომ "არისტოკრატებს" ახალგაზრდა შუახაზელი 120 მილიონი ევრო დაუჯდათ. ენცო 5 ნომრიან მაისურს მოირგებს.


Facebook კომენტარები