1 წლის და 1 თვის წინ
"ჩელსი" ცუდ სიტუაციაშია - მედიაში არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება
"ჩელსი" ცუდ სიტუაციაშია - მედიაში არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება
ავტორი
Aa

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ "ჩელსიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უამრავი ფეხბურთელის დამატება შეძლო.

🇨🇮 დავიდ დატრო ფოფანა

🇫🇷 ბენოიტ ბადალაეში 

🇧🇷 ანდრეი სანტოსი 

🇵🇹 ჟოაო ფელიქსი 

🇺🇦 მიხაილო მუდრიკი

🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 ნონი მადუეკე 

🇦🇷 ენცო ფერნანდესი

სწორედ ამ 7 მოთამაშის შეძენა შეძლო ლონდონურმა კლუბმა იანვრის ბაზარზე.

თუმცა, აქ ერთი დიდი პრობლემაა, "არისტოკრატებს" მხოლოდ 3 ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირება შეუძლიათ ამ შვიდიდან ჩემპიონთა ლიგის განაცხადში.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად მოახერხებენ ლურჯები ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას, თუმცა, ამ მომენტისთვის, რეალობა ასეთია.

ასე და ამგვარად, "ჩელსის" საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს უახლოეს პერიოდში.


Facebook კომენტარები